სერვისები
- Home
- სერვისები
ცეცხლმაქრის გადამუხტვა
ცეცხლმაქრის გადამუხტვა საჭიროა არა მხოლოდ,მისი ყოველი გამოყენების შემდეგ, არამედ იმ შემთხვევაშიც თუ მისი წნევა არ არის საკმარისი ცეცხლმაქრის სრულად გამოსაყენებლად.
ცეცხლმაქრის ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა მისი ხელახლა დამუხტვა,მაშინაც კი თუ ის ბოლომდე დაცლილი არაა,რადგან ასეთ შემთხვევაში ხდება წნევის დაკარგვა და დარჩენილი ფხვნილი უფუნქციო ხდება.
ცეცხლმაქრის წნევა უნდა მოწმდებოდეს თვეში ერთხელ, მისი დავარდნა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ექსპულატაციის პირობებმა.
საევაკუაციო გეგმის შედგენა
სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა საევაკუაციო გეგმა, რომლის შედგენის სტანდარტიც გაწერილია საქართველოში არსებულ 370-ტექნიკურ რეგლამენტში
შრომის უსაფრთხოება
2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონით დადგენილი ვალდებულებები ვრცელდება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციაზე, მიუხედავად მათი საქმიანობისა.
ცეცხლმაქრის გაქირავება
ცეცხლმაქრების გაქირავება GEFFA GROUP ის ინოვაციური პროექტია,რომლის ფარგლებშიც თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ჩვენი ცეცხლმაქრები,თქვენი მოკლევადიანი ღონისძიებებისთვის ან სხვა დანიშნულების მქონე პროექტების უსაფრთხოებისთვის.
შრომის უსაფრთხოების ინვენტარი
ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ, განსაზღვრავს სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომელთა შორის ერთ-ერთის თანახმად, მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეცვათ სპეცტანსაცმელი, სამუშაო ფეხსაცმელი; უნდა ეკეთოთ სხეულის ღია ნაწილების დამცავი საშუალებები (ხელთათმანები, სათვალეები და სხვა) და ეხუროთ ჩაფხუტები, ხოლო სპეციალური სამუშაოები უნდა შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.
GEFFA GROUP – სხვა საჭირო სერვისებთან და პროდუქტებთან ერთად გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის იდს (ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებეს) და უსაფრთხოების ინვენტარ.