ცეცხლმაქრიას სწორად შერჩევა
იცოდით, რომ?…
სახანძრო უსაფრთხოება თქვენი გარემოსთვის შესაფერისი ცეცხლმაქრის არჩევით იწყება… დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობს სხვადასხვა ტიპის ხანძარი და მათი ლოკალიზებისთვის საჭირო შესაფერისი ცეცხლმაქრი.
ამიტომ, თუ გვინდა, რომ ცეცხლმაქრმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია მოახდინოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცეცხლმაქრი სწორად შევარჩიოთ.
როგორ გავაკეთოთ ეს?
პირველ რიგში, ცეცხლმაქრის შეძენამდე, უნდა განვსაზღვროთ რა ტიპის ხანძარია მოსალოდნელი ჩვენს სივრცეში. შემდეგ, მოვიძიოთ, რა შიგთავისის მქონე ცეცხლმაქრი იქნება მაქსიმალურად ეფექტური ამ ტიპის ხანძრის ჩასაქრობად და სახანძრო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
რა უნდა ვიცოდეთ ხანძრის ტიპების შესახებ?
როგორ ამოვიცნოთ რომელი ცეცხლმაქრი, რა რისკს შეესაბამება?
ხანძრის ტიპები სხვადასხვა კლასებად იყოფა.
სწორედ ეს განსაზღვრავს, რომელი ცეცხლმაქრი რომელი ტიპის ხანძრისთვის გამოდგება. მარტივად, რომ გითხრათ:
Class A: გამოიყენება მარტივად აალებადი ნივთიერებებისთვის როგორიცაა: ხე, ქაღალდი და ქსოვილი.
Class B: გამოიყენება აალებადი სითხეებისა და აირებისთვის (ლაბორატორიებსა და ვორქშოფებზე).
Class C: გამოიყენება აალებადი ელექტრო სადენებისა და მოწყობილობებისთვის ( სადენებისა და სერვერების ოთახებში).
Class D: გამოიყენება აალებადი მეტალებისთვის.
Class K: გამოიყენება ზეთის, გაზისა და ცხიმისთვის (სამზარეულოსთვის).
ასე რომ, ცეცხლმაქრის შერჩევისას, პრიორიტეტი მიანიჭეთ მათ, რომლებიც შეესაბამება თქვენს გარემოში არსებულ კონკრეტულ ხანძარსაწინააღმდეგო რისკებს.
კი, სწორედ იფიქრეთ, “ნუთუ, ამ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, ასე სათითაო გამოყენების ცეცხლმაქრზე უკეთესი ვერ მოიფიქრეს რამე?”
ამ შემთხვევაში გამოსავალია მრავალფუნქციური ცეცხლმაქრები (ანუ ცეცხლმაქრები, რომლებიც რამდენიმე კლასს აერთიანებს).
ყველაზე პოპულარული მრავალფუნქციური ცეცხლმაქრი ABC კლასებს აერთიანებს და ხშირად რეკომენდირებულია ზოგადი გამოყენებისთვის – სახლებში, ოფისებსა და მცირე ბიზნესში. ეს ცეცხლმაქრები ეფექტურია მხოლოდ A, B და C კლასის/ტიპის ხანძრის წინააღმდეგ.
და მაინც, კიდევ რა უდნა გაითვალისწინოთ ცეცხლმაქრის შეძენისას?
ცეცლხმაქრის ზომა – უნდა შეარჩიოთ ადვილად გადასატანი/ნაკლები წონის ცეცხლმაქრი, განსაკუთრებით საცხოვრებლისა და მცირე ოფისებისთვის.
ცეცხლმაქრის დაფარვის არეალი – დიახ, მნიშვნელოვანია, რომ მარტივად გადასასაადგილებელი ცეცხლმაქრი შეარჩიოთ, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ პატარა ცეცხლმაქრი დიდ ტერიტორიას არ ეყოფა და უფრო დიდი და მძიმე ცეცხლმაქრი დაგჭირდებათ.
ცეცხლმაქრის განთავსების ადგილი – აუცილებელია გათვალოთ, სად არის ყველაზე დიდი საშიშროება ხანძარი/ცეცხლი გაჩნდეს და სწორედ იქ მოათავსოთ ცეცხლმაქრი.
ცეცხლმაქრი იყოს ადვილად ხელმისაწვდომი – ცეცხლმაქრი გვქონდეს, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვერ მივწვდეთ, ან ვერ დავინახოთ, ან სათავსოში გვედოს ან…ან… ეს კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ, როდესაც შეიძენთ ცეცხლმაქრს აუცილებლად განათავსეთ თვალისთვის მარტივად აღსაქმელ და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას.
ვფიქრობთ, დასაწყისისთვის, საკმარისი ინფორმაცია გაგიზიარეთ, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ…
და თუ ყიდვაც გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ გეფფა ჯგუფი გთავაზობთ ყველა ტიპის/კლასის ცეცხლმააქრს, რომელიც სერტიფიცირებულია და პირველ გამოყენებამდე 4 წლიანი გარანტია აქვს…
