საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ორშაბათი – პარასკევი: 10 დან 18:00 მდე
შაბათი: დაკეტილია
კვირა: დაკეტილია

დეკემბერი 19, 2024

მითი თუ ფაქტი

ცეცხლმაქრი და სახანძრო უსაფრთხოების სხვადასხვა ინვენტარი (პლედი, სპრინკლერი, …) ყველაზე ეფექტური საშუალებაა მცირე ხანძრის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციისთვის.

ეს ფაქტია, თუმცა …

დღესდღეობით ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ცეცხლმაქრის ეფექტურობასთან დაკავშირებით ხშირად მცდარი ინფორმაცია აქვს.

და მაინც … რა არის მითი და რა რეალობა?

ბლოგში ყველაზე გავრცელებულ მითებს გაგიზიარებთ და იაქვე ფაქტების შესახებაც არტგუმენტირებულად მოგიყვებით.


მაშ, ასე …


– მითია, რომ: ყველა ცეცხლმაქრი ერთნაირია.

– ფაქტია, რომ : ხანძარი იყოფა კლასების/ტიპის მიხედვით და თითოეული ტიპთან/კლასთან საბრძოლველად შექმნილია სპეციფიკური ცეცხლმაქრი. ყველაზე გავრცელებული ტიპებია კლასი A, B, C, D და K. ყველაზე ეფექტური ცეცხლმაქრი შეიძლება ვუწოდოთ მრავალფუნქციურ ცეცხლმაქრს, რომელიც გამოიყენება ABC კლასის ხანძრის ჩასაქრობად. გახსოვდეთ  აუცილებელია სწორად შეაფასოთ რა ტიპის ხანძარი შეიძლება გაჩნდეს თქვენს სივრცეში და შემდეგ აირჩიოთ სწორი ტიპის ცეცხლმაქრი.

– მითია, რომ: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალი ნებისმიერი ხანძრის ჩასაქრობად

– ფაქტია, რომ: წყალი ეფექტურია A კლასის ხანძრის დროს ( ჩამონათვალი), თუმცა, ის შეიძლება საშიში იყოს აალებადი სითხეების (კლასი B), ელექტრული ხანძრის (კლასი C), წვადი ლითონების (კლასი D) და სამზარეულოს ხანძრთან ბრძოლისას (კლასი K). ამ ტიპის ცეცხლზე წყლის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. ამიტომ, აუცილებელია ამ ტიპის რისკების მქონე სივრცეში გვქონდეს შესაბამისი ტიპის ცეცხლმაქრი.

– მითია, რომ: ცეცხლმაქრი მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა

– ფაქტია, რომ: ცეცხლმაქრები შექმნილია ისე მარტივად, რომ ნებისმიერს შეეძლოს მისი გამოყენება. თუმცა, ცეცხლმაქრის გამოყენების ცოდნა მის ეფექტურობას გაცილებით აუმჯობესებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ვმართოთ ცეცხლმაქრი, გავიგოთ მისი შეზღუდვები და გავიგოთ, როდის უნდა მოხდეს ევაკუაცია.


– მითია, რომ ცეცხლმაქრები სამუდამოდ ძლებენ.

– ფაქტია, რომ ქარხნულ ცეცხლმაქრებს აქვთ გარანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა სავალდებულოა, რომ ცეცხლმაქრის წნევა რეგულარულად შემოწმდეს. თუ ცეცხლმაქრს არ გამოვიყენებთ 1 წლის განმავლობაში, რეკომენდირებულია ხელახალი დამუხტვა/გადამუხტვა. ბარომეტრზე როგორც კი წნევა კლებას დაიწყებს, შეგიძლიათ ცეცხლმაქრი გადამუხტოთ.

– მითია, რომ ცეცხლმაქრი რაც უფრო დიდია უფრო ეფექტურია

– ფაქტია, რომ ცეცხლმაქრის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ხანძრის რისკს და მომხმარებლის უნარს, გაუმკლავდეს მას. მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდ ჩაქრობას უფრო მეტი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება ჭირდება, დიდი ცეცხლმაქრი უფრო მძიმე და რთულია გამოსაყენებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი ზომის ცეცხლმაქრი თქვენი გარემოს საჭიროებიდან გამომდინარე.

– მითია, რომ ცეცხლმაქრის ერთხელ გამოყენების შემდეგ ის გადასაგდებია

– ფაქტია, რომ ცეცხლმაქრის გამოყენების შემდეგ, თუნდაც ნაწილობრივ გამოყენების, საჭიროა მისი დატენვა / გადამუხტვა / დატუმბვა. ცეცხლმაქრის მცირედით გამოყენების შემდეგ შესაძლოა დაირღვეს წნევის ბალანსი და ამიტომ აუცილებელია გადაიმუხტოს, რომ წნევა შეივსოს. ასევე, გადამუხტვის შემდეგ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ წნევა.

რომ, შევაჯამოთ…

ცოდნა ძალაა.

Leave a Comment

Your email address will not be published.

    ჩანიშნე შეხვედრა